
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და მისი გერმანელი პარტნიორი BioNTec-ი კორონავირუსის ვაქცინის პირველი მწარმოებლები არიან, რომლებიც ვაქცინის სრული ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს აკეთებენ. კომპანიებმა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებისთვის უკვე მიმართეს.
კომპანიების განცხადებით, მათ უახლესი კლინიკური და არაკლინიკური კვლევების შედეგები უკვე გააგზავნეს, თუმცა განხილვისთვის საჭირო დამატებით მონაცემებს ისინი FDA-ს უახლოეს კვირებში წარუდგენენ.
ისინი ვაქცინის სრულ ავტორიზაციას 16+ ასაკისთვის ითხოვენ, თუმცა გეგმავენ, რომ მოგვიანებით მოითხოვონ 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის სრული დამტკიცება.
Pfizer/BioNTec-ის ვაქცინას, ისევე როგორც Moderna-სა და Johnson & Johnson-ს, აშშ-ში საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია აქვს.
ბიოლოგიური ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებლისთვის ამ თვეში მიმართვას გეგმავს Moderna-ც.
FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორის, პიტერ მარკსის თქმით, დამტკიცების შესახებ განხილვის პროცესი, როგორც წესი, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ აშშ-ის მარეგულირებლები ცდილობენ, რომ ეს პროცესი დააჩქარონ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი