LIVE

ძლიერი პასპორტების რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო?

06 მაი 202119:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1922
ძლიერი პასპორტების რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო?
dlmag

საქართველოს პასპორტი, რომლითაც 116 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი, ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში 50-ე ადგილზეა. ეს მცირედი გაუმჯობესებაა, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო სიაში 51-ე ადგილზე იყო.

მიგრაციისა და მოქალაქეობის საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners წელიწადში ოთხჯერ აქვეყნებს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგს. სიის რანჟირება ძირითადად იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად მარტივად შეუძლიათ პასპორტის მფლობელებს მოგზაურობა და უვიზო მიმოსვლა.

სიის ლიდერი იაპონიაა, რომლის მოქალაქეებსაც 193 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება. მას ერთი ქულით ჩამორჩება სინგაპური, ხოლო გერმანია და სამხრეთ კორეა მესამე ადგილს ინაწილებენ.

პასპორტების რეიტინგის ბოლოს ის ქვეყნები მოხვდნენ, რომლებსაც ყველაზე ცოტა უვიზო რეჟიმი აქვთ სხვა ქვეყნებთან. ესენია: იემენი, პაკისტანი, სირია და ერაყი. სიის ბოლოშია ავღანეთი, მხოლოდ 26 ქვეყანასა და ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით.

1 იაპონია 193 ქვეყანა და ტერიტორია
2 სინგაპური 192 ქვეყანა და ტერიტორია
3 სამხრეთ კორეა, გერმანია,  191 ქვეყანა და ტერიტორია
4 იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი 190 ქვეყანა და ტერიტორია
5 დანია, ავსტრია 189 ქვეყანა და ტერიტორია
7 აშშ, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია 187 ქვეყანა და ტერიტორია
35 უკრაინა 136 ქვეყანა და ტერიტორია
48 რუსეთი 118 ქვეყანა და ტერიტორია
50 საქართველო 116 ქვეყანა და ტერიტორია
52 თურქეთი 111 ქვეყანა და ტერიტორია
68 ჩინეთი 77 ქვეყანა და ტერიტორია
74 აზერბაიჯანი 68 ქვეყანა და ტერიტორია
78 სომხეთი 64 ქვეყანა და ტერიტორია