LIVE

ჩინეთში Adidas-ისა და Nike-ის ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდება

10 მაი 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 814
ჩინეთში Adidas-ისა და Nike-ის ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდება
Greg Baker/AFP via Getty Images

აპრილში, ჩინეთის უდიდეს ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა Alibaba-ზე Adidas-ის გაყიდვებმა 78%-ით იკლო, ხოლო Nike-ის გაყიდვები 59%-ით შემცირდა.

ამის მიზეზია, ჩინელი მომხმარებლების მხრიდან საერთაშორისო ბრენდების ბოიკოტი, რათა არ გამოიყენონ სინძიანის პროვინციაში წარმოებული ნედლეული.

ამის საპირისპიროდ, გაიზარდა ადგილობრივი მოთხოვნა ჩინურ სპორტულ ბრენდებზე, როგორებიცაა Anta Sports და Li Ning. დასავლეთის ქვეყნები, მკვეთრად აკრიტიკებენ ჩინეთს სინძიანის პროვინციაში უიღური მუსლიმების უფლებების უხეში დარღვევის გამო.

ჩინურმა პრემიუმ ბრენდმა Li Ning-მა, ყველაზე დიდი სარგებელი ნახა მიმდინარე ნაციონალისტური სენტიმენტისგან, რომლის აპრილის გაყიდვებმა 800%-ს გადააჭარბა.

ჩინური ბოიკოტის ძლიერი დამაზიანებელი ეფექტი დილემას წარმოადგენს უცხოური ბრენდებისთვის: ერთი მხრივ, მათთვის ჩინეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარია, ხოლო მეორე მხრივ, მათ უნდა გაითვალისწინონ დასავლეთის ქვეყნებში დამკვიდრებული ადამიანის უფლებების საკითხები.

ჩინელი მომხმარებლები გლობალური ბრენდების ზრდისთვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სწრაფი ეკონომიკური ტემპებით ვითარდება ჩინეთი Covid-19-ის დარეგულირების შემდეგ. ამავდროულად, ჩინელი მომხმარებლების პატრიოტული სულისკვეთება განსაკუთრებით მატულობს, დასავლეთის ქვეყნებთან ჩინეთის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე.

მიუხედავად ამისა, არსებობს ნიშნები, რომ ადგილობრივი ბრენდები ჯერ ვერ ჩაანაცვლებენ გლობალურ გიგანტებს. მთლიანობაში, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვები აპრილში 11%-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპერტების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი მომხმარებელი ბოიკოტის დასრულებას ელოდება, რაც სავარაუდოდ დროებითი მოვლენაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯინშან ჰონგი