LIVE

Tesla შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს კარგავს

10 მაი 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1085
Tesla შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს კარგავს

Tesla მარეგულირებელ საკრედიტო შემოსავალს კარგავს, რაც თითქმის ორი წლის განმავლობაში მისი კვარტალური შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. საუბარია შემოსავალზე, რომელსაც კომპანია გარემოს ნულოვანი დაბინძურების კონტრიბუციისთვის მიღებული ჭარბი კრედიტების სხვა ავტომწარმოებლებზე გაყიდვით იღებს. 

Stellantis NV, PSA ჯგუფისა და Fiat Chrysler-ის შერწყმის შედეგად ავტომწარმოებელი გამოდის Tesla-სთან ემისიის საკრედიტო ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებითად აისახებოდა კომპანიის მოგებაზე. 

“Stellantis-ს შეეძლება შეასრულოს ევროკავშირის CO2-ის ემისიის მიზნები სხვა ავტომწარმოებლებთან სამგზავრო მანქანების ურთიერთდაკავშირების ღია შეთანხმებების გარეშე”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Tesla-მ გაზარდა მარეგულირებელი კრედიტის გაყიდვები ავტომწარმოებლებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ევროპაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში ემისიის სტანდარტების გამკაცრების შედეგად. ბოლო კვარტალებში, საკრედიტო რეალიზაციის გარეშე, კომპანია ზარალს აღრიცხავდა.

Stellantis განიხილავს Tesla-სთან პარტნიორობას მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მარეგულირებელი შესაბამისობის ხარჯების მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას. Fiat Chrysler-მა პირველად დააანონსა ემისიის საკრედიტო ხელშეკრულებები Tesla-სთან 2019 წლის მაისში და განაცხადა, რომ ეს კომპანიას სამი წლის განმავლობაში 1,8 მილიარდი დაუჯდებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი