LIVE

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრას გეგმავს

05 მაი 202109:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1431
ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრას გეგმავს
Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მუშაობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაგეგმვაზე, ივნისში ევროპაში ვიზიტის ფარგლებში.

"ივნისის შეხვედრა არის ჩემი იმედი და მოლოდინი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე",- განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, 4 მაისს.

მას შემდეგ, რაც ორმა ლიდერმა გასულ თვეში ისაუბრა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენმა შესთავაზა შეხვედრის გამართვა მესამე ქვეყანაში, უახლოესი თვეების მანძილზე. ბაიდენი ივნისში გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში და ბელგიაში G-7, NATO-სა და ევროკავშირის ლიდერებთან სამიტებზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, SolarWinds Corp.-ზე ჰაკერული თავდასხმისა და დისიდენტი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მკურნალობის საპასუხოდ. მაგრამ ბაიდენმა განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-სა და რუსეთს შორის განსხვავებებისა, მას სურს მოსკოვთან თანამშრომლობა რიგ საკითხებზე, მათ შორის ბირთვული იარაღის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებებზე.

მოსალოდნელია, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა დაძაბული იქნება. ბაიდენმა მარტში მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა, რომ პუტინი მკვლელია და რომ რუსეთის ლიდერი ”საფასურს გადაიხდის” აშშ-ის არჩევნების შელახვის მცდელობებისთვის.

ამის საპასუხოდ, კრემლმა აშშ-დან რუსეთის ელჩი გამოითხოვა; პუტინმა ბაიდენის ჯანმრთელობა უსურვა და პირდაპირ ეთერში დებატები შესთავაზა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ეპსტაინი