
ვლადიმირ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს და მას ჯანმრთელობას უსურვებს. "რასაც სხვას უწოდებ, თავადაც იგივედ იწოდები" (Кто как обзывается, тот так и называется/ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის), თქვა პუტინმა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები. პუტინმა ბაიდენს ყირიმის ანექსიის 7 წლისთავისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე უპასუხა.
ბაიდენს უფრო მკვეთრი პასუხი გასცეს რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა. დუმის ზედა პალატის ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა ბაიდენისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. "აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები არის „წყალგამყოფი“და „მიუღებელია ნებისმიერ ვითარებაში“ - დაწერა კოსაჩოვმა Facebook-ზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონისგან განმარტებას ელოდება. მათ ელჩი მოსკოვში კონსულტაციაზე გამოიძახეს და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან „ურთიერთობების შეუქცევადი გაუარესების“ რისკების შესახებ ისაუბრეს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჯო ბაიდენმა პუტინს ABC News-სთან ინტერვიუში "მკვლელი" უწოდა. ეს კითხვა წამყვანმა რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის კონტექსტში დასვა. ბაიდენი აცხადებს, რუსეთს აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის საფასურის გადახდა მოუწევს და ამას ყველა მალე იხილავს. ბაიდენის თქმით, რუსეთის ლიდერთან ხანგრძლივი საუბრის დროს მან პუტინს უთხრა: "მე თქვენ გიცნობთ და თქვენც მიცნობთ. თუ დავამტკიცებ, რომ ეს მოხდა, მაშინ მზად იყავით”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენტონი ჰალპინი და ანდრეი ბირიუკოვი