LIVE

ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინი მკვლელია

17 მარ 202116:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 1287
ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინი მკვლელია
Alexey Druzhinin/AFP/Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მკვლელია". დღეს მას ABC News-ის წამყვანმა, ჯორჯ ტეფანოპულოსმა ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ პუტინი "მკვლელია", რაზეც ბაიდენი დაეთანხმა. ეს კითხვა წამყვანმა რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის კონტექსტში დასვა. 

ბაიდენმა პუტინთან ძველი საუბარი გაიხსენა, როდესაც რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ მას "სული არ აქვს". პასუხად პუტინმა შეხედა და უპასუხა: "ჩვენ ერთმანეთის გვესმის". 

ეს ნათქვამი 2001 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, შეფასების გამოძახილი იყო. ბუშმა პუტინის შესახებ თქვა: "მე კაცს თვალებში ვუყურებდი" და "შემეძლო მისი სული მეგრძნო".

ბაიდენი აცხადებს, რუსეთს აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის საფასურის გადახდა მოუწევს და ამას ყველა მალე იხილავს. ბაიდენის თქმით, რუსეთის ლიდერთან ხანგრძლივი საუბრის დროს უთხრა: "მე თქვენ გიცნობთ და თქვენც მიცნობთ. თუ დავამტკიცებ, რომ ეს მოხდა, მაშინ მზად იყავით”.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, პუტინმა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევის ბრძანება გასცა, ისევე, როგორც 2016 წელს რუსეთის ლიდერი დემოკრატების მაშინდელი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ არჩევნებში ჩაერია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან ქრეინი