LIVE

ტრეიდერები ეთერიუმის ფასის $10 000-მდე ზრდას ვარაუდობენ

04 მაი 202118:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
ტრეიდერები ეთერიუმის ფასის $10 000-მდე ზრდას ვარაუდობენ

კრიპტოვალუტის ენთუზიასტები ეთერიუმისთვის სამიზნე ფასებს ზრდიან. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი ზრდა ბიტკოინის რეკოდულ ზრდას მოჰყვა. გასული წლის განმავლობაში ეთერიუმი დაახლოებით 1500%-ით გაიზარდა. სამშაბათს ციფრული მონეტის ფასმა ახალ რეკორდს $3,455-ს მიაღწია.

კრიპტოს მომხრეები ამტკიცებენ, რომ ინვესტორები, მიუხედავად სექტორში სტიმულირების მანიის გაფრთხილებებისა, ახლა ბიტკოინის მიღმა ეძებენ ციფრულ ვალუტებს, რაც ეთერიუმს და სხვა ციფრულ მონეტებს ეხმარება.

”ბაზარი აცნობიერებს, თუ რამდენად მცირედ დაფასებულია ეთერიუმი მისი ქსელური აქტივობის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეთერიუმი ზედმეტად გაიზარდა, თუ მას ბიტკოინს შევადარებთ, ჯერ კიდევ დიდი გზაა წინ",- ამბობს ვიჯეი აიარი, კრიპტო ბირჟა Luno-ს აზიის ხელმძღვანელი.

აიარის პროგნოზით, ეთერიუმის ფასი მომავალი წლის დასაწყისში $5000-დან $10 000-მდე გაიზრდება.

ბევრი ტრეიდერი ასევე ელოდება, რომ ეთერიუმის ფასი $10 000-ს მიაღწევს 2021 წლის ბოლომდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი