
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინას მომავალ კვირას ეწვევა. ინფორმაცია მთავარმა დიპლომატმა CBS-სთან ინტერვიუს დროს დაადასტურა.
ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის პროცესს აქტიურად აკვირდება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთის ჯარის გარკვეულმა ნაწილმა უკან დაიხია და გადაწყვეტილება მათი გაყვანის შესახებ მიღებულია“,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია კვირას, 2 მაისს გამოქვეყნდება.