LIVE

ისრაელი Pfizer-ის ვაქცინასა და მიოკარდიტს შორის შესაძლო კავშირს სწავლობს

27 აპრ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1424
ისრაელი Pfizer-ის ვაქცინასა და მიოკარდიტს შორის შესაძლო კავშირს სწავლობს

ისრაელი Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრილებში გულის კუნთის ანთების - მიოკარდიტის რამდენიმე ათეულ შემთხვევას იძიებს. ჯანდაცვის უწყებები ვაქცინასა და შემთხვევებს შორის კავშირს იკვლევენ. 

Pfizer-ის ვაქცინით ისრაელში 5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გულის კუნთის ან გულის კუნთოვანი გარსის ანთების 62 შემთხვევა გამოვლინდა. 100,000 ადამიანზე ერთი შემთხვევა მოდის, ხოლო 18-30 წლის მამაკაცებში სიხშირე 20,000-ში ერთია. შემთხვევებიდან ორი გარდაცვალებით დასრულდა, დანარჩენი პაციენტები კი გამოჯანმრთელდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კვლევა სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელსა და გულის კუნთის ანთების შემთხვევების მატებაზე არ მიუთითებს.

კომპანია Pfizer-ი ისრაელში დაფიქსირებული მიოკარდიტის შემთხვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, აცრილებში შემთხვევების მატება არ ფიქსირდება. ამასთან, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გულის კუნთის ანთებასა და ვაქცინას შორის კავშირს დაადგენს.

ისრაელის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინასა და შემთხვევებს შორის კავშირი დადგინდა, ვაქცინის სარგებელი რისკს გადაწონის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა ოდენჰეიმერი