
თურქული კრიპტო ბირჟის, Thodex-ის მომხმარებლები თაღლითობის გამო, ჩივიან.
მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა ჩადებული ინვესტიციები უკან ვერ დაიბრუნეს, მათი ადვოკატის თქმით, ასობით მილიონი დოლარი, შესაძლოა, მოპარული იყოს. ბირჟის ხელმძღვანელი მიუწვდომელია და სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიქცა.
Thodex-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 390,000-ს უახლოვდება, აქტივები კი, რომლებიც დაიკარგა, შეიძლება ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იყოს.
დაზარალებულების ადვოკატი ირწმუნება, რომ ფარუქ ფატიჰ ოზერი, Thodex-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ქვეყნიდან ოთხშაბათს საღამოს გაიქცა. ოზერი არ პასუხობს მობილურ ტელეფონზე ზარებს. ახალი ამბების სააგენტოს Demiroren-ის ცნობით, ის ალბანეთშია გაქცეული. სააგენტომ აეროპორტიდან ოზერის ფოტოც გამოაქვეყნა.
პარალელურად, ოფიციალური პირები კრიპტო ბაზრის სწრაფი რეგულირებისკენ აკეთებენ მოწოდებას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ციფრული სიმბოლოების ფასების ზრდას თან ახლავს კრიპტო პლატფორმებზე მიბმული თაღლითობები.
როგორც თურქეთის მთავრობამ Bloomberg-ს ხუთშაბათს განუცხადა, "თურქეთი აუცილებლად განახორციელებს რეგულაციებს, რომელიც შეესაბამება მის ეკონომიკას, მაგრამ ასევე გლობალური მოვლენებსაც."
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფირატ კოზოკი და ფაილატ ბილგიკი