LIVE

ზელენსკი პუტინს შეხვედრისთვის დონბასში იწვევს

21 აპრ 202111:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 1548
ზელენსკი პუტინს შეხვედრისთვის დონბასში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მიმართა და შესთავაზა, „შეხვდნენ უკრაინულ დონბასში, სადაც ომია“. ამის შესახებ მან რუსული აგრესიისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„გაკეთდა წინადადება დელიმიტაციის ხაზთან შეხვედრაზე, რათა სიტუაცია მაქსიმალურად ზუსტად დამენახა და გამეგო. რა უნდა გავიგო? მე იქ ყოველ თვე მივდივარ. ბატონო პუტინო! მე მზად ვარ და გეპატიჟებით შეხვდეთ უკრაინულ დონბასში, სადაც ომია. დიდება უკრაინას!“,- განაცხადა ზელენსკიმ. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ნორმანდიული ფორმატის ოთხი წევრი და დონბასის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უსაფრთხოების ქვეჯგუფის წევრები შეიკრიბნენ, რათა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განეხილათ. ყველა მხარის მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთმა უარი თქვა ერთობლივ განცხადებაში მონაწილეობაზე.

ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მომავლის ხედვაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად უნდა განიხილებოდეს.

 „უკრაინა და რუსეთი, საერთო წარსულის მიუხედავად, სხვანაირად უყურებენ მომავალს, მაგრამ ეს სულაც არ არის პრობლემა, ეს არის შესაძლებლობა. ყოველ შემთხვევაში, დანაკარგების გაჩერების შესაძლებლობა, სანამ ძალიან გვიანი არაა“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.