LIVE

საქართველომ $500 მლნ-ის ევრობონდები გამოუშვა

15 აპრ 202122:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1087
საქართველომ $500 მლნ-ის ევრობონდები გამოუშვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველომ $500 მლნ-ის ევრობონდები გამოუშვა. მისივე განცხადებით, საპროცენტო განაკვეთი 2,75%-ია.

"ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%.

მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში.

ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე",- წერს ფინანსთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ახალი ევრობონდების გამოშვებით საქართველო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირ თანხას - $500 მილიონს ფარავს. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი 6.875%-ს შეადგენდა.