
GameStop-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე ადრეულ ვაჭრობაში 7.3%-ით გაიზარდა და $151.27 შეადგინა, წინა საბაზრო ვაჭრობაში თითქმის 6%-იანი ზრდის შემდეგ.
ვიდეო თამაშების საცალო მოვაჭრემ სამშაბათს განაცხადა, რომ, წინა თვეში 73,2 მილიონი დოლარის სესხის შეჩერების შემდეგ, $216,4 მილიონ დოლარის ვალს გამოისყიდის.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აქციების სავაჭრო მოცულობა შემცირდა, მიმდინარე წელს Gamestop-ის აქციები 600%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც კომპანიის ღირებულება $10 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
ვიდეო თამაშებით საცალო მოვაჭრის შემობრუნების მცდელობას ინვესტორი რაიან კოენი უდგას სათავეში. მისი სტრატეგია ელექტრონული კომერციის ბაზარზე გადასვლას გულისხმობს, რითაც კომპანიას Amazon.com-ის მსგავსი ონლაინ მოვაჭრეებისთვის შეძლებს კონკურენციის გაწევას.
თვის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ $1 მილიარდის დამატებითი აქციების შეთავაზებას გააკეთებს.
ასევე, ფულადი სახსრების დამატებითმა დაცვამ, ნაკლებ სასესხო ვალდებულებებთან ერთად, შესაძლოა, მიმწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას, კომპანიას უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნაში შეუწყოს ხელი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბეილი ლიპშულცი