LIVE

ტრამპი ამერიკაში ჩინური კომპანიების მუშაობას ზღუდავს

19 დეკ 202019:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 366
ტრამპი ამერიკაში ჩინური კომპანიების მუშაობას ზღუდავს
ფოტოგრაფი: იური გრიპასი

აშშ-ს და ჩინეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, შეერთებული შტატების ბაზარზე მოსახვედრად ჩინური კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას ამერიკული მარეგულირელებელი ორგანოები შეისწავლიან.

მიღებული ზომები გავლენას იქონიებს ისეთი გიგანტების მუშაობაზე, როგორიცაა Alibaba ან Baidu. მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაცია კიდევ უფრო დაძაბავს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას.

ჩინური კომპანიებისთვის ამერიკული ბაზრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგულაციით გარდამავალი პერიოდი გათვალისწინებულია, შესაძლოა, მათ ვერ შეძლონ ამერიკული სტანდარტის დაკმაყოფილება.

ჩინეთის წინააღმდეგ ტრამპის მოქმედებები განსაკუთრებით კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გამწვავდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯორდან ფაბიანი