LIVE

კელი დეგნანი: უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე

12 აპრ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1237
კელი დეგნანი: უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესასწავლია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება.

„ჩემი აზრით, პირდაპირი ფრენები იქნებოდა არაჩვეულებრივი. უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები, რომლებიც პანდემიამდე იყო. ამასთან, რა თქმა უნდა, პანდემიის შემდგომ შეიცვალა ბაზარი და შესაბამისად, უნდა ვნახოთ თუ არის საკმარისი მოთხოვნა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2019 წლის დასაწყისში დააანონსა. 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საკითხზე მოლაპარაკების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკება გამართა ორ ავიაკომპანიასთან - "დელტასთან"და "იუნაითეთ ლაინთან". საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა, რომ "ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო".