LIVE

ივანიშვილი ერთ წელში მილიარდერების რეიტინგში 141 ადგილით ჩამოქვეითდა

09 აპრ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1913
ივანიშვილი ერთ წელში მილიარდერების რეიტინგში 141 ადგილით ჩამოქვეითდა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ქონება 67 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში, ერთადერთი ქართველი მილიარდერის რეიტინგი 141 ადგილით გაუარესდა. გასულ წელს ის 339-ე ადგილზე იყო, დღეს კი სიის ბოლო ათეულებში შედის და 480-ე ადგილს იკავებს

გასული წლის 10 აპრილის მონაცემებით, "ქართული ოცნების" ლიდერის ქონება  5.15 მილიარდს შეადგენდა. დღეს ის 5.82 მილიარდი აშშ დოლარის ქონების მფლობელია. 

Forbes-ის განახლებული რეიტინგით კი, მარტში მასშტაბური კლების შემდეგ, მისი ქონება კვლავ გაიზარდა და 4.8 მილიარდი აშშ დოლარით ფასდება. 

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან კი თანამშრომლობის გამოცდილება საერთოდ არ აქვს.