LIVE

პუტინმა და მერკელმა უკრაინისა და ალექსეი ნავალნის შესახებ ისაუბრეს

08 აპრ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 613
პუტინმა და მერკელმა უკრაინისა და ალექსეი ნავალნის შესახებ ისაუბრეს
EPA-EFE/MICHAEL KLIMENTYEV/SPUTNIK/KREMLIN POOL

ვლადიმირ პუტინმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს დონბასში არსებული ვითარება და ალექსეი ნავალნის პატიმრობის საკითხი განიხილეს.

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა „გამოხატეს შეშფოთება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით“, ხოლო პუტინმა ყურადღება გაამახვილა „კიევის პროვოკაციულ ქმედებებზე, რაც ბოლო დროს მიზანმიმართულად ამძაფრებს ვითარებას კონტაქტის ხაზზე".

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ კიევმა „მკაცრად უნდა დაიცვას“ მიღწეული შეთანხმებები, კერძოდ, დონბასის სპეციალური სტატუსის ლეგალური რეგისტრაციის შესახებ. კანცლერის ოფისის ინფორმაციით, მერკელმა მოუწოდა პუტინს, ესკალაციის შესამცირებლად შეზღუდოს კონფლიქტის ხაზთან ჯარების რაოდენობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ვითარება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.