LIVE

პატიმრების რაოდენობით ევროპაში საქართველო, თურქეთი და რუსეთი ლიდერობენ

08 აპრ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 956
პატიმრების რაოდენობით ევროპაში საქართველო, თურქეთი და რუსეთი ლიდერობენ
Olivier Chassignole/AFP via Getty Images

ევროსაბჭოს სისხლის სამართლის სასჯელების ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველო პატიმრების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

სტატისტიკის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო მეტი პატიმარი ჰყავთ, ვიდრე დანარჩენ კონტინენტზე. პატიმრების ყველაზე მეტი პროცენტი თურქეთშია.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან სკანდინავიის ქვეყნები. ისლანდიაში 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 45 პატიმარი მოდის. დაბალი მაჩვენებლები აქვთ ფინეთსა და ნორვეგიას.

ევროპაში ციხეში მოხვედრის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ნარკოდანაშაულია, რასაც მოჰყვება ქურდობა და მკვლელობა (მკვლელობის მცდელობის ჩათვლით). ათი ევროპელი პატიმრიდან ოთხი ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.