LIVE

NATO ასახელებს რეფორმებს, რომლებიც უკრაინას ალიანსთან დააახლოებს

08 აპრ 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 488
NATO ასახელებს რეფორმებს, რომლებიც უკრაინას ალიანსთან დააახლოებს

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, საჰაერო ძალების მთავარმა მარშალმა სერ სტიუარტ პიჩმა დაასახელა ძირითადი რეფორმები, რომლებიც უკრაინას ალიანსთან დაახლოებას.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინის ძალისხმევას ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ამ იმპულსმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირება. ეს რეფორმები აუცილებელია უკრაინის ევროატლანტიკურ პარტნიორებთან დაახლოებისთვის“,- განაცხადა საჰაერო ძალების მთავარმა მარშალმა.

2021 წლის 6-7 აპრილს კიევში ვიზიტის ფარგლებში, პიჩი შეხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ რუსან ხომჩაკს. მათ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს და იმსჯელეს NATO-თან პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობასა და მიმდინარე რეფორმების პროგრესზე.

მარშალმა მოიწონა უკრაინის მიერ ძირითადი რეფორმების განხორციელების ვალდებულებების შესრულება, ასევე უკრაინის ძალისხმევა, დაიცვას მოქალაქეები და სუვერენული ტერიტორია რუსული აგრესიისგან.