LIVE

ელიტური მანქანების გაყიდვებში Mercedes-Benz-ი ლიდერობს

08 აპრ 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 656
ელიტური მანქანების გაყიდვებში Mercedes-Benz-ი ლიდერობს

2021 წლის პირველს კვარტალში, Mercedes-Benz-მა აშშ-ში ელიტური მანქანების ბაზარზე ყველა კონკურენტი ჩამოიტოვა. სამი თვის მანძილზე, კომპანიამ 78 256 ავტომობილი გაყიდა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაყიდვების დიდი წილი მოდის GLE სპორტულ მოდელზე და მის შედარებით კომპაქტურ ვერსიაზე, GLC. Toyota Motor-ის ელიტურმა მოდელმა Lexus გაყიდვებში გადაუსწრო BMW-ს და შარშანდელ მონაცემზე 32%-იანი ზრდით 74 253 გაყიდა. პოპულარობით სარგებლობენ Lexus-ის მოდელები RX და NX SUV.  

BMW-ს გაყიდვები 20%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში და 71 433 ერთეული შეადგინა. 

ელიტური მანქანების გაყიდვებმა მკვეთრად იმატა გასულ მარტს დაწყებული ლოქდაუნების შემდეგ, რამაც სადილერო კომპანიების შეფერხებები და ქარხნების იძულებით დახურვა გამოიწვია. ამჟამად ავტომწარმოებლები ცდილობენ მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. პრობლემის ნაწილს წარმოადგენს ქარხნებში ნახევარგამტარების დეფიციტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სკაილარ ვუდჰაუსი და გაბრიელე კოპოლა