LIVE

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

07 აპრ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1449
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4134 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4069 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0585  ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0232 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.53 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.