LIVE

Suez-ი თავის ავსტრალიურ ბიზნესს Cleanaway-ს $1,9 მილიარდად მიყიდის

07 აპრ 202122:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
Suez-ი თავის ავსტრალიურ ბიზნესს Cleanaway-ს $1,9 მილიარდად მიყიდის
Nathan Laine/Bloomberg

Suez-ი თავის ავსტრალიურ ბიზნესს Cleanaway Waste Management-ს, იმ პირობით მიყიდის, რომ Veolia Environnement-თან გარიგებაზე მოლაპარაკება გაგრძელდება.

წყლისა და ნარჩენების გადამუშავების ფრანგული კომპანიის განცხადებით, Suez-ი ავსტრალიაში თავის ნარჩენების გადამუშავების ბიზნესს  Cleanaway-ს $ 1,9 მილიარდად მიყიდის. პირობების თანახმად, Suez-ს შეუძლია შეწყვიტოს გარიგება 6 მაისამდე, თუ მას Veolia გადაიბარებს.

Veolia-მ ოქტომბერში, კომპანიის მთლიანად შესყიდვის გეგმით, Suez-ის თითქმის 30% იყიდა. გარიგება, რომელიც კომპანიამ Cleanaway-თან დადო, ტოვებს სივრცეს, იმისთვის რომ ფრანგულმა კომპანიამ თავის შვიდ-თვიან ბრძოლაში მანევრირება შეძლოს და დაარწმუნოს აქციონერები, რომ Veolia-ს შეთავაზება ძალიან დაბალია.

Veolia აცხადებს, რომ Suez-ის შეთანხმება ავსტრალიის ბიზნესის გაყიდვის შესახებ, კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნის მოლაპარაკებების პროცესში, რაც "უარყოფით გავლენას მოახდენს" მის შეთავაზებაზე.

"კომპანია გააგრძელებს ყველა იურიდიული საშუალების გამოიყენებს  სტრატეგიული აქტივების გაყიდვის თავიდან ასაცილებლად",-ნათქვამია Veolia-ს განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰარი ბრამტონი და ფრანცის დე ბუპაი