LIVE

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

06 აპრ 202116:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“ (IMF) 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ნოემბერში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, IMF-ი საქართველოში 2021 წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელოდა.

როგორც სავალუტო ფონდის განახლებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება.

ამასთან, სავალუტო ფონდი ელის, რომ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 6% იქნება, ხოლო 2022 წელს 4.4%.

რაც შეეხება ინფლაციას, სავალუტო ფონდი ელის, რომ წელს საქართველოში წლიური საშუალო ინფლაცია 3.8% იქნება, ხოლო წლის ბოლოს ფასების საერთო დონის ზრდა 5%-ს მიაღწევს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.