ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ჩინეთის 24 ძირითად ბანკს მოუწოდა, რომ მიმდინარე წელს სესხების ზრდა შეამცირონ. ამ განცხადებას წინ უძღოდა დაკრედიტების მკვეთრი ზრდა იანვარ-თებერვალში, რაც ფინანსური ბუშტის შექმნის რისკებს შეიცავს. კერძოდ, 2021 წლის ორ თვეში ჩინურმა ბანკებმა 4.9 ტრილიონი იუანის მოცულობის სესხი გასცეს, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება.
2020 წელს, ჩინეთის ბანკებმა რეკორდული რაოდენობის კრედიტი გასცეს 19.6 ტრილიონი იუანის (3 ტრილიონი დოლარი) ოდენობით, საიდანაც დაახლოებით მეხუთედი მცირე ბიზნესებზე გაიცა.
ეფექტურად წარმართული პანდემიის პოლიტიკისა და ეკონომიკური რეაბილიტაციის ფონზე, ჩინეთის ხელმძღვანელმა პირებმა განაახლეს რისკების შეკავების პოლიტიკა, განსაკუთრებით ფინანსური და უძრავი ქონების სექტორებში. დაკრედიტების მხრივ, პრიორიტეტულ მიმართულებებად მიიჩნევა ინოვაციური ტექნოლოგიები და წარმოების სექტორი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ლიუ, ემი ლი და იუჯინგ ლიუ