LIVE

ახალი კვლევით, თინეიჯერები კანაფზე თითქმის ისევე დამოკიდებულები ხდებიან, როგორც ოპიოიდებზე

05 აპრ 202121:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1277
ახალი კვლევით, თინეიჯერები კანაფზე თითქმის ისევე დამოკიდებულები ხდებიან, როგორც ოპიოიდებზე
David Maurice Smith for The New York Times

ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA Pediatrics) გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, კანაფის რეგულარული მოხმარება, 12-17 წლის მოზარდებში, იგივე ხარისხის დამოკიდებულებას ავითარებს, რაც რეცეპტით დანიშნული ოპიოიდების შემთხვევაში ვითარდება. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, კანაფის პირველი მოხმარებიდან 1 წლის შემდეგ განვითარებული დამოკიდებულების ხარისხი 11%-მდეა.

ეს დასკვნები ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ კანაფის მოხმარებით დამოკიდებულება არ ვითარდება და განსაკუთრებით აქტუალურია, მოხმარების ლიბერალიზაციის კონტექსტში.

კვლევის მიხედვით, ადრეულ ასაკში კანაფის, ან სხვა პრეპარატის მოხმარება, ზრდის დამოკიდებულების განვითარების ალბათობას. 18-25 წლის ახალგაზრდებში, პირველადი მოხმარების შედეგად, მხოლოდ 6.4%-ს განუვითარდათ დამოკიდებულება, კანაფის, ან ოპიოიდების მიმართ.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრევენციულ ზომებს და ექიმებსა და პაციენტებს შორის წარმართულ ეფექტურ კომუნიკაციას.

რეკრეაციული კანაფი სწრაფად ვრცელდება შტატების დონეზე და ფედერალური დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტებს ქვეყნის მასშტაბით მისი ლეგალიზაციის შესახებ. კანაფის მოხმარება ნებადართულია 21-წელზე უფროსი კატეგორიისთვის. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ფართო ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია მოზარდებს შორის უფრო მეტ გამოყენებასთან

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიფანი კარი