LIVE

ბუღალტერიის აუთსორსინგი მცირე ბიზნესისთვის: რა განაპირობებს Countman-ის სწრაფ ზრდას

30 ოქტ 202613:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 46
ბუღალტერიის აუთსორსინგი მცირე ბიზნესისთვის: რა განაპირობებს Countman-ის სწრაფ ზრდას

Countman მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს ბუღალტრულ მომსახურებას სთავაზობს, რომლის მთავარი პრინციპია სიმარტივე და კომფორტი. კომპანია დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საბუღალტრო სერვისის მიმწოდებელია ქართულ ბაზარზე, რომელმაც ბოლო ერთ წელში საკუთარი კლიენტების რიცხვი ფაქტობრივად გააორმაგა, თუმცა აქ გაჩერებას არ აპირებს.

ახალი მიზნები, ახალი მისამართი

ახალი სიმაღლეების დაპყრობასთან ერთად Countman-მა სულ ახალახანს მისამართიც შეიცვალა და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაში, Giorgi Khmaladze Architects-ის მიერ შექმნილ ოთხსართულიან მოდერნისტულ საოფისე სივრცეში დაიდო ბინა, სანდრო ეულის ქუჩაზე.

Countman ქართულ ბიზნესს აუთსორს ბუღალტერიას ჯერ კდევ 2017 წლიდან სთავაზობს და ამგვარად ერთ-ერთი პირველია, ვინც ადგილობრივ ბაზარზე ბუღალტრული სერვისების დანერგვა დაიწყო. დაგროვილი გამოცდილება კომპანიის შემდგომი განვითარების მთავარი საყრდენია. დღეს Countman-ის მენეჯმენტი თვლის, რომ თანამედროვე ბუღალტერია ერთგვარ მომავალზე ორიენტირებულ პარტნიორობად იქცა ბიზნესთან და ეს პარტნიორობა მრავალმხრივია. 

ბარბაქაძის შეფასებით, ამ კომპანიების დიდი ნაწილი ფინანსურ ანალიტიკას ჯერ კიდევ ნაკლებ ყურადღებას უთმობს და ხშირად ამ მიმართულებას საკუთარი რესურსებით მართავს.

„კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ პროფესიული საბუღალტრო მომსახურების მნიშვნელობას, რადგან ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა მათ საშუალებას აძლევს მიიღონ უფრო ხარისხიანი მომსახურება, შეამცირონ რისკები, საკუთარი დრო ბიზნესის განვითარებას დაუთმონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ ეს ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდება და უახლოეს წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუღალტერიას აუთსორსზე გაიტანს. ამ ფონზე, აუთსორს კომპანიის არჩევა პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს და მთავარი კრიტერიუმი აქ არის - პარტნიორობა. 

საბუღალტრო კომპანია უნდა იყოს ბიზნესის პარნტორი, რომელიც მას უმარტივებს ბუღალტერიას და ამიტ გზას უხსნის მეტი წარმატებისკენ, მეტი შემოსავლისკენ,“ ამბობს Countman-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბარბაქაძე.

სწორედ ამაში მდგომარეობს Countman-ის კონკურენტული უპირატესობაც -  პასუხისმგებლობა და პარტნიორობაზე ორიენტირებული მიდგომა. კლიენტების მზარდ რიცხვს კომპანია მათი ზომისა და საქმიანობის მასშტაბის მიუხედავად, თანაბარი ყურადღებით ემსახურება და საკუთარ სერვისს მათ საჭიროებებზე არგებს. 

„აუთსორს ბუღალტერიაში მთავარი გამოწვევა მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დისტანციის განცდის თავიდან აცილებაა. ამიტომ Countman განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კომუნიკაციას, მომსახურების ხარისხსა და მუდმივ ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის მთავარია, რომ კომპანიამ, რომელმაც ბუღალტერია Countman-ს ანდო, საიმედო პარტნიორის გვერდით იგრძნოს თავი,“ ამბობს კოკი გახარია, Countman-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამომავლო გეგმები და AI

გარდა იმისა, რომ Countman განუხრელად მიჰყვება საკუთარ მისიას გაუმარტივოს ბიზნესს ყოველდღიური პროცესები, დაეხმაროს ეფექტიან მართვაში და მისცეს მკაფიო ანალიტიკური ხედვა, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, კომპანია საკუთარ საქმიანობაშიც აქტიურად ნერგავს თანამედროვე მიდგომებს. 

კომპანია უკვე იყენებს AI ინსტრუმენტებს დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავებისთვის, ანალიტიკისა და ინფორმაციის სწრაფი ძიებისთვის. გარდა ამისა აქტიურად მუშაობს საკუთარი შიდა ჩატბოტის შექმნაზე, რომელიც კლიენტებთან კომუნიკაციასა და სტანდარტულ მოთხოვნებზე რეაგირებას 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფს.

„გარდა ამისა, ვნერგავთ თანამედროვე ERP სისტემებს, ხოლო შიდა ოპერაციებსა და დავალებების ნაკადს CRM არქიტექტურით ვმართავთ. ეს მიდგომა გვიმცირებს ადამიანურ ფაქტორზე დამოკიდებულებას და მექანიკური შეცდომების რისკს. თუმცა მეორე მხრივ, კარგად გვესმის, რომ ტექნოლოგია ეფექტურია, როცა მას ძლიერი პროფესიონალები მართავენ. ამიტომ გუნდის კვალიფიკაციისა და ტრენინგებში ინვესტირება ჩვენი ცალსახა პრიორიტეტია. ჰიბრიდული და მოქნილი სამუშაო გარემო კი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში ეხმარება,“ განმარტავს Countman-ის საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩუკი ხეცაძე.

Countman-ის შემდეგი მიზნი ზრდის ტემპის შენარჩუნებაა, რაც კომპანიის ლიდერულ პოზიციას ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გაამყარებს, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მენეჯმენტი არც იმას გამორიცხავს, რომ ქვეყნის ფარგლებსაც გასცდეს და სხვა ბაზრებზეც იზრუნოს ბიზნესისთვის ბუღალტერიის გამარტივებაზე. ამის წინაპირობა სახეზეა საქართველოში ჩამოყალიბებული პროფესიონალთა გუნდის და წარმატებული, გამოცდილი ბიზნეს პროცესების სახით.