LIVE

BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა

06 ივლ 202613:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 74
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა

აშშ-ში, „Home of X“-ის მედია ღონისძიებაზე BMW-ს საკულტო მოდელის, X5-ის მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა შედგა. ეს ავტომობილი მომხმარებელს ძრავების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა BMW ჯგუფის წარმოების ისტორიაში. მოდელი სპარტანბურგის ქარხანაში იწარმოება, რომელიც გლობალურ ქსელში პირველია ერთ საწარმოო ხაზზე ხუთი სხვადასხვა ტექნოლოგიის ძრავის მქონე ავტომობილის აწყობის შესაძლებლობით.

დიზელის ძრავი და შიდა წვის ტრადიცია

ავტოინდუსტრიაში ელექტროფიკაციის ტენდენციის მიუხედავად, BMW-მ ახალ X5-ში მისი მომხმარებლისთვის ტრადიციულად  ყველაზე პრაქტიკული და აქტუალური  ძრავები შეინარჩუნა, რომელთაგან განსაკუთრებით  აღსანიშნავია დიზელის ვერსია.  მოდელი BMW X5 40d xDrive აღჭურვილია 3.0 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი დიზელის ძრავითა და 48-ვოლტიანი (48V) რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგიით. სისტემაში ინტეგრირებული 13-კილოვატიანი (18 ცხ.ძ.) ელექტროძრავა ავტომობილს ბევრად უფრო დინამიკურს ხდის.

გარდა დიზელისა, ტრადიციული შიდა წვის ძრავების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია ბენზინის მძლავრი ვერსიაც - BMW X5 40 xDrive, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. მათთვის კი, ვინც უპირატესობას ალტერნატიულ ენერგიებს ანიჭებს, მოდელების ხაზში რჩება როგორც დატენვადი ჰიბრიდები, ისე სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5, რომლებსაც მოგვიანებით წყალბადზე მომუშავე ვერსიაც დაემატება.

ნულოვანი ემისიები და ინოვაციური ელექტროტექნოლოგია

ნულოვან ემისიებთან დაკავშირებით BMW ჯგუფის გეგმებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს სრულად ელექტრო  მოდელი BMW iX5 60 xDrive-ც. მასში BMW-ს უახლესი ელექტრო ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც ავტომობილს ძალიან მძლავრს ხდის (578 ცხ. ძ.)  და  რაც ყველაზე მთავარია, ერთი სრული დატენვით მას 845 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

BMW ჯგუფის ოფიციალური დილერის, „ჯი-თი მოტორსის“ დახმარებით საქართველოს  ბაზარზე X5-ის მეხუთე თაობის მოდელები  2026 წლის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.

დიზაინი

ახალი X5-ის ვიზუალი „Neue Klasse“-ს დიზაინის ახალ კონცეფციას ასახავს, რაც მის მკაფიო და მონოლითურ ფორმებში გამოიხატება.  მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ძარის შეღებვის 11 სხვადასხვა ფერი და პირველად ამ მოდელის ისტორიაში  - 23-ინჩიანი დისკებიც. აღსანიშნავია, რომ სპორტული ფლაგმანი M60e xDrive დამატებით გამოირჩევა ყვითელი ნათების მქონე  ფარებით (M Yellow Lights), სპეციფიკური აეროდინამიკური დეტალებითა და სტანდარტული 22-ინჩიანი დისკებით.

მინიმალისტურია ინტერიერის დიზაინი, სადაც ექსკლუზიურობის ხაზგასასმელად პირველად არის გამოყენებული ბუნებრივი   ქვა და ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული მინა. თუმცა, მთავარი ყურადღება მაინც ციფრულ ინოვაციებზეა გამახვილებული: მანქანა აღჭურვილია უახლესი ოპერაციული სისტემით (BMW Panoramic iDrive) და საქარე მინაზე პროექციის ფუნქციით, რომელიც ინფორმაციას მინის მთელ სიგანეზე ასახავს. კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი წინა მგზავრისთვის განკუთვნილი დამატებითი ეკრანია (BMW Passenger Screen). მისი დახმარებით, მგზავრს შეუძლია ფილმებს უყუროს ან ვიდეოთამაშებით გაერთოს ისე, რომ მძღოლის ყურადღება არ გაფანტოს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოს ბაზარზე BMW ჯგუფის ბრენდების (BMW, MINI, BMW Motorrad)  ოფიციალური  იმპორტიორია. კომპანია ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს  არა მხოლოდ უახლესი მოდელების დროულ მიწოდებას, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საგარანტიო პირობებსა და უმაღლესი ხარისხის, სრულ ავტორიზებულ ტექნიკურ სერვისს.

®