LIVE

AI-მა სასურველი ხარისხი ვერ დადო, Ford წარმოებაში ვეტერან ინჟინრებს აბრუნებს

29 ივნ 202616:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 30
AI-მა სასურველი ხარისხი ვერ დადო, Ford წარმოებაში ვეტერან ინჟინრებს აბრუნებს
Dustin Franz/Bloomberg

ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford აცხადებს, რომ სამსახურში დააბრუნა 350 ვეტერანი ინჟინერი მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა და ავტომატიზაციამ სასურველი ხარისხი ვერ უზრუნველყო.

ამ გამოცდილ სპეციალისტებს ახლა ევალებათ ხელოვნურ ინტელექტს შეცდომები უპოვონ იქამდე, ვიდრე კონკრეტული ავტონაწილი საწარმოო ხაზზე ჩაეშვება.

"ჩვენ შეცდომა დავუშვით, როცა ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვით და მასთან დიზაინის მოთხოვნების ინტეგრირებით მაღალხარისხიან პროდუქტს მივიღებდით," Ford-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჩარლზ პუნმა.

ეს გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ Ford უარს ამბობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა კომპანიამ გააცნობიერა რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის იმედად ვერ იქნება, რადგან მისი თითოეული შეცდომა ფინანსურ ზარალში ითარგმნება. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის რეპროგრამირებისთვის, ასევე ახალგაზრდა კადრების გადამზადებისთვის, გასული სამი წლის განმავლობაში სამსახურში შედარებით გამოცდილი და მრავალწლიანი მუშაობის სტაჟის მქონე ინჟინრები მიიღო.

ამან, როგორც ჩანს, შედეგი უკვე მოიტანა, რადგან კომპანია ირწმუნება, რომ შემცირდა მიმართვიანობა გარანტიის გამოყნებაზე და პროდუქტის დაბრუნებაზე.