LIVE

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში უმრავლესობით ქალები არიან

09 ივნ 202617:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 47
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში უმრავლესობით ქალები არიან

მას შემდეგ, რაც მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი - გულნარა შამშიევა, ჯილ ებანოიძე და ნათია ჯანელიძე შეუერთდნენ - 7-წევრიან საბჭოში ოთხი ქალია.

მიკრობანკი აცხადებს, რომ ფინანსურ სექტორში, სადაც გენდერული მრავალფეროვნება კვლავ გამოწვევად რჩება, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ორგანიზაციის ღირებულებებსა და პასუხისმგებლიან  მართვაზე მეტყველებს.

ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც მიკრობანკის სტრატეგიულ განვითარებას ზედამხედველობს, 2025 წლის ოქტომბრიდან რობერტ სკოტ კოსმანი ხელმძღვანელობს.

ახალი წევრების დამატების შემდეგ, მიკრობანკი კრისტალის სამეთვალურეო საბჭოს სრული შემადგენლობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  • თავმჯდომარე/წევრი: რობერტ სკოტ კოსმან /აშშ/
  • თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლილიტ გარაიან /სომხეთი/
  • წევრი: არჩილ ბაკურაძე /საქართველო/
  • წევრი: იან დევინგარტი /ბელგია/
  • წევრი: ნათია ჯანელიძე
  • წევრი: ჯილ ებანოიძე /ნიდერლანდები/
  • წევრი: გულნარა შამშიევა  /ყირგიზეთი/

"კრისტალმა" მიკრობანკის ლიცენზია 2025 წლის თებერვალში მიიღო. მიკრობანკს 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი აქვს და 47 ფილიალში 1 000-ზე მეტი ადამიანს ასაქმებს.