LIVE

აპრილში მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასი წინა თვესთან შედარებით, შემცირდა

05 ივნ 202617:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 18
აპრილში მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასი წინა თვესთან შედარებით, შემცირდა

აპრილში მშენებლობა წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წლიურად - 3.8 პროცენტით. 

თავად საქსტატი აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსის 1.1 პროცენტიან ზრდას წინა თვესთან შედარებით საწვავავის და ელექტროენერგიის გაძვირებით ხსნის. იგივე ფაქტორი მოქმედებს ინდექსის წლიურ ზრდაზეც. 

კერძოდ, როგორც ირკვევა, მშენებლობის დარგს ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯები წლიურად 13%-ით გაუძვირდა, რასაც ემატება ამ დარგის მიერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.2 პროცენტიანი ზრდა. თუმცა, სინტერესოა ისიც, რომ მაგალითად მარტთან შედარებით, აპრილში ამ დარგში დასაქმებულთა ხელფასები შემცირებულია ორი პროცენტით. 

საერთო ჯამში, თუ შევადარებთ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდს, ანუ 2022 წლის თებერვალს - მშენებლობა 27%-ზე მეტით არის გაძვირებული.

ამასთან, ბიზნეს ასოციაციის ინდექსი მოწმობს, რომ პირველ კვარტალში მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დაბალი შეფასება სწორედ მშენებლობის სექტორს ჰქონდა. სექტორში ასევე გაუარესებულია მომდევნო ექვსი თვის მოლოდინებიც, როგორც წინა წელთან, ისე გასულ კვარტალთან შედარებით. მშენებლობის სექტორმა ასევე ყველაზე ნაკლებ პოზიტიურად შეფასა საკუთარი გაყიდვები - გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 10% იყო ისეთი, ვინც საკუთარ გაყიდვებს პოზიტიურად აფასებდა.

ამის პარალელურად, პროცენტულად ყველაზე მეტმა კომპანიამ (40%) ფასები სწორედ მშენებლობის სექტორში გაზარდა და მეორე კვარტალშიც - ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს ჰქონდა. 

საგულისხმოა ისიც, რომ მშენებლობის სექტორის კომპანიების 83% ასახელებს შეზღუდულ ფინანსურ რესურსს და სამუშაო ძალის ნაკლებობას როგორც ხელისშემშლელ ფაქტორს, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობისთვის პრობლემურია სპეციალისტების ნაკლებობა.