IDS ბორჯომი საქართველო, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და კომპანიის პორტფელს ინოვაციური სასმელით აძლიერებს.
„ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა! - ამ სლოგანით „ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ, 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“, რომელიც ამტკიცებს, რომ ენერგეტიკული სასმელიც შეიძლება იყოს ერთდროულად ნატურალური და ეფექტური, თუ ის „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ნატურალური ინგრედიენტებით არის შექმნილი.
ბუნების ძალა - „ბორჯომის“ ახალი ენერგეტიკული სასმელის მთავარი გზავნილია. პროდუქტის უნიკალურობას სწორედ მისი შემადგენლობა განაპირობებს:
- ნატურალური კოფეინი – უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფ მატებას.
- ნატურალური ადაპტოგენი, შიზანდრა – ხელს უწყობს ენერგიის ეფექტის გახანგრძლივებას.
- მინერალური წყალი „ბორჯომი“ – ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ელექტროლიტებით და ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას.
„ენერგია ბორჯომისგან“ არ შეიცავს დამატებულ შაქარს, მის შემადგენლობაშია მხოლოდ ხილის წვენიდან მიღებული კალორიები. სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფორმულა უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ენერგიას.
"კომპანია ყოველწლიურად ვითარდება, ვითვალისწინებთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ინოვაციური პროდუქტებით პორტფელის გაფართოება, ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლიმონათის წარმატების შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა ჩვენთვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, რადგან მომხმარებელს ენერგეტიკული სასმელის სრულიად განსხვავებულ და რაც მთავარია 100%-ით ნატურალურ ალტერნატივას ვთავაზობთ. ჩვენ ბუნების ძალა, ინოვაციურ პროდუქტად ვაქციეთ და შევქმენით „ენერგია ბორჯომისგან“, რომელიც კომპანიის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია," განაცხადა IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა.
ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“ მომხმარებელს ოთხ გემოს სთავაზობს: ორიგინალი, ციტრუსის მიქსი, ალუბალი და ვაშლი-ფეიხოა. თითოეული გემო შესაბამისი ფერით გაფორმებულ ქილებშია წარმოდგენილი. შეფუთვის დიზაინზე ბრიტანულმა სააგენტო Otherly-მ იმუშავა.
სახელწოდება ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“, ნათლად უსვამს ხაზს ენერგეტიკული სასმელების კატეგორიას და ამავდროულად, ქართული სიტყვის პოპულარიზაციის მიზნით, ინგლისურ ენაზეა დაწერილი.
ბრენდის კამპანიის წარმოებაზე ამსტერდამში დაფუძნებულმა სააგენტო - Future Frank-მა იმუშავა. სარეკლამო რგოლში ხაზგასმულია ინოვაციური პროდუქტის ბუნების ძალა — ნამდვილი ენერგია, რომელსაც წინ ვერ აღუდგები.
ENERGIA BY BORJOMI – „ენერგია ბორჯომისგან“ „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება და საქართველოს გარდა, ექსპორტზე გავა ევროპაში ცენტრალურ აზიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში.
(R)