Blue Sky Apart Hotel-ი, ბათუმის 795-ნომრიანი აპარტ-სასტუმრო Signify-ს მეშვეობით რეგისტრაციის (Check-in) პროცესს, ფინანსურ დოკუმენტაციასა და შიდა ოპერაციებს სრულად აციფრულებს.
Blue Sky Apart Hotel-ისთვის, რომელიც ბათუმში გასული წლის სექტემბერში სატესტოდ გაიხსნა, ციფრული ინოვაციები პირველივე დღიდან პრიორიტეტად იქცა. Signify-ს დოკუმენტბრუნვის პლატფორმის დანერგვა კომპანიისთვის არა მხოლოდ ქაღალდის ჩანაცვლების, არამედ შიდა საოპერაციო პროცესების ეფექტურად და გამჭვირვალედ დაგეგმვის საშუალება გახდა. ამ გადაწყვეტილებით სასტუმრომ სრულად შეცვალა სტუმრების მიღების ტრადიციული მოდელი და ის თანამედროვე, სწრაფ გამოცდილებად აქცია.
"Signify გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო მოქნილი, მდგრადი, სწრაფი და თანამედროვე. ჩვენ ვართ პირველები ბათუმში, ვინც 795-ნომრიანი აპარტ სასტუმროს რეგისტრაციის პროცესი სრულიად ელექტრონულ მომსახურებაზე ააწყო. Signify პლატფორმამ მოგვცა საშუალება, სასტუმროში რეგისტრაციის პროცესი (Check-In) სრულიად გაგვეთავისუფლებინა ქაღალდებისგან და ხანგრძლივი რიგებისგან. სტუმარი მხოლოდ ერთი ელექტრონული ხელმოწერით ასრულებს რეგისტრაციას, ეს კი გვეხმარება სტუმრის კმაყოფილების გაზრდაში და დროის ეფექტურად მართვაში," ამბობს მამისა ვარშალომიძე, Blue Sky Apart Hotel-ის გენერალური მენეჯერი.Signify-ს დანერგვამ სასტუმროს რამდენიმე კრიტიკული ბიზნეს-შედეგი მოუტანა. მანამდე არსებული დოკუმენტების შენახვისა და ძიების სირთულეები ჩაანაცვლა ერთიანმა ციფრულმა სივრცემ. მენეჯმენტს ახლა შეუძლია ნებისმიერი დოკუმენტი (ხელშეკრულება, ინვოისი თუ მიღება-ჩაბარების აქტი) 1 წუთზე ნაკლებ დროში, დამოუკიდებლად ნახოს და გადაამოწმოს ნებისმიერი პროცესის გამართულობა. ეს დამატებითი კომფორტია მმართველი რგოლისთვის, რადგან ყველა ტრანზაქცია სრულად გამჭვირვალე გახდა.


საოპერაციო პროცესების სიმარტივემ რიგით თანამშრომლებსაც გამოუთავისუფლა რესურსი, რომელიც აქამდე ტექნიკურ ბიუროკრატიასა და ფურცლების ბეჭდვას ეთმობოდა. ეს დრო ახლა სრულად მიმართულია სტუმრებთან უშუალო კომუნიკაციისა და ემოციების გაზიარებისკენ, რაც მომსახურების ხარისხს ფუნდამენტურად ცვლის.
Blue Sky Apart Hotel ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული ობიექტია 795 ნომრით, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური სერვისების დანერგვასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე.
Signify, როგორც საქართველოში გაციფრულების მთავარი ხელშემწყობი, აგრძელებს პარტნიორების მხარდაჭერას, რათა სრულად ჩანაცვლდეს მოძველებული პროცესები თანამედროვე, ეკომეგობრული გადაწყვეტებით. დღევანდელ დაჩქარებულ სამყაროში ციფრული ხელმოწერა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე არ არის, ის ბიზნესის წარმატების, მოქნილობისა და მდგრადობის გარანტიაა.
თუ გსურთ თქვენი კომპანიის დოკუმენტების გაციფრულება, მოგვწერეთ: contact@signifyapp.com
(R)