რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინდუსტრიულმა მოთამაშემ, Black Sea Terminal-მა (ყულევის ნავთობტერმინალი), საოპერაციო პროცესებში Signify-ს ციფრული დოკუმენტბრუნვის პლატფორმა დანერგა. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს შიდა დოკუმენტბრუნვის პროცესების გამჭვირვალობის, მონაცემთა თანმიმდევრულობისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
"Signify-სთან თანამშრომლობა პირველივე დღიდან პროფესიონალური და კონსტრუქციული იყო. პლატფორმამ მოგვცა პროცესების ეფექტურად სტრუქტურირების, გამჭვირვალობისა და კონტროლის შესაძლებლობა. ვაფასებთ მათ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას და ჩვენი საოპერაციო მოთხოვნების ზუსტ გააზრებას," ამბობს ანასტასია ბეზგოდკოვა, აღმასრულებელი ასისტენტი.

Signify-ს პლატფორმის დანერგვამდე, აღნიშნული პროცესები ფრაგმენტულად იმართებოდა სხვადასხვა სამუშაო სივრცეებში, ეს იწვევდა პროცესების შეზღუდულ ხილვადობას და ასოცირდებოდა დიდ ადმინისტრაციულ რესურსთან. ასევე, ართულებდა რეპორტების დროულ მომზადებას, რაც ბიზნესის ოპერატიულობაზე აისახებოდა.
Signify-ის დანერგვის შემდეგ სამუშაო პროცესი საგრძნობლად გაუმჯობესდა, იგი გახდა უფრო მოქნილი და სტრუქტურირებული. ასევე შესაძლებლებელი გახდა მონაცემთა უკეთ დამუშავება და რეალურ დროში კონტროლი. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გამარტივდა გუნდებს შორის თანამშრომლობა.
Black Sea Terminal-ის შესახებ
Black Sea Terminal (ყულევის ნავთობტერმინალი) წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გადატვირთვას.
Signify-ის შესახებ
Signify დოკუმენტების მენეჯმენტის ციფრული პლატფორმაა, რომელის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.
თუ გსურთ თქვენი კომპანიის დოკუმენტების პროცესებზე გასაუბრება და როგორ შეიძლება მათი გაციფრულება, მოგვწერეთ: contact@signify.ge
(R)