LIVE

ციფრული ტრანსფორმაცია Scapp-ში: ხელშეკრულებები ამიერიდან Signify-ით ფორმდება

03 თებ 202617:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 36
ციფრული ტრანსფორმაცია Scapp-ში: ხელშეკრულებები ამიერიდან Signify-ით ფორმდება
კომპანია სკაპი მომხმარებელთა სასესხო და შრომით ხელშეკრულებებს ამიერიდან სრულად ელექტრონულ ფორმატში, Signify-ს პლატფორმის დახმარებით გააფორმებს.
 
ფინანსური ორგანიზაცია სკაპი (ყოფილი „სვის კაპიტალი“) ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დოკუმენტბრუნვის გაციფრულების ახალ ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ სასესხო და შრომითი ხელშეკრულებების მართვის პროცესში Signify-ს ციფრული ხელმოწერის პლატფორმა დანერგა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს მომსახურების სისწრაფის გაზრდას, საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას და ეკომეგობრული სამუშაო გარემოს შექმნას.
 
„Scapp-ში მუდმივად ვაუმჯობესებთ პროცესებს და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლებსა და თანამშრომლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გამოცდილება. სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა ჩვენი თანამშრომლობა Signify-სთან - პარტნიორობა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხელშეკრულებების მართვის ციკლი და საშუალებას გვაძლევს, დოკუმენტებთან მუშაობა სრულად ციფრულ, უსაფრთხო და მოქნილ ფორმატში უზრუნველვყოთ," ამბობს ნინი რეხვიაშვილი, სკაპის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
 
 
Signify-ს დანერგვამდე ხელმოწერის პროცესი დიდ საოპერაციო რესურსს მოითხოვდა, ფიზიკური დოკუმენტების ორგანიზება და მატერიალური დაარქივება პროცესებს აჭიანურებდა და ხარჯებს ზრდიდა. პლატფორმის ინტეგრაციის შემდეგ, Scapp-მა რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია:
 
  • გაუმჯობესებული მომსახურება: დოკუმენტების დადასტურება მომხმარებლებისთვის უმოკლეს დროში და კომფორტულად ხდება.
  • ოპტიმიზებული ხარჯები: შემცირდა როგორც ფინანსური, ისე დროითი დანახარჯები.
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: ქაღალდის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანა სრულად შეესაბამება კომპანიის „მწვანე“ პოლიტიკას.
  • შიდა ეფექტურობა: HR და საოპერაციო გუნდებისთვის დოკუმენტების მართვა საგრძნობლად გამარტივდა.

Scapp-ის შესახებ

სკაპი არის ინოვატორი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ბაზარზე 15 წელია ოპერირებს (2025 წლის სექტემბრამდე - „სვის კაპიტალის“ სახელით). კომპანია ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 36 ფილიალით და 500-ზე მეტი თანამშრომლით. სკაპი მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა და პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ქვეყანაში, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური პროდუქტები მობილური აპლიკაციის ფორმატში შესთავაზა

Signify-ის შესახებ

Signify დოკუმენტების მენეჯმენტის ციფრული პლატფორმაა, რომელის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.

Signify საქართველოში გაციფრულების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია და აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას თანამედროვე, დაცული და მოქნილი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

(R)