LIVE

დავით საგანელიძე: საქართველოს რკინიგზის მთლიანად გასხვისება არ უნდა მოხდეს

30 მარ 202119:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1756
დავით საგანელიძე: საქართველოს რკინიგზის მთლიანად გასხვისება არ უნდა მოხდეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ რკინიგზის მთლიანად გასხვისება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია.

როგორც დავით საგანელიძემ საქართველოს რკინიგზის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება, რომ საქართველოს რკინიგზა „ნებისმიერს ჩავუგდოთ ხელში“, თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა, რკინიგზის ნაწილობრივი გასხვისება, იმ პირობით, რომ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ექნება.

„ჩემი აზრით, რკინიგზის მთლიანად გასხვისება არ უნდა მოხდეს. ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და შესაბამისად, არ შეიძლება, რომ ნებისმიერს ჩავუგდოთ ხელში. მიმაჩნია, რომ გარკვეული პაკეტის გასხვისება სწორია, თუმცა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, შესაძლებელია მისი გაყოფაც. ანუ, რომ არსებობდეს რკინიგზის ორი სეგმენტი: ინფრასტრუქტურის ნაწილი და გადაზიდვები. გადაზიდვები შეიძლება იყოს კომერციული მხარე, ხოლო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს. თუ სწორად იქნება დანახული, საქართველოს რკინიგზას ნამდვილად აქვს განვითარების კარგი პერსპექტივა“,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.