LIVE

Devexperts-მა დოკუმენტბრუნვა Signify-ის ციფრული პლატფორმით გააციფრულა

20 ოქტ 202517:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 77
Devexperts-მა დოკუმენტბრუნვა Signify-ის ციფრული პლატფორმით გააციფრულა

Devexperts-მა, ფინტექ ინდუსტრიის ტექნოლოგიურმა ლიდერმა, თავისი შიდა დოკუმენტბრუნვის პროცესები Signify-ის პლატფორმის გამოყენებით გააციფრულა. ციფრული ტრანსფორმაცია დოკუმენტების ფურცლებზე ბეჭდვას, სველი ხელმოწერების შეგროვების პროცესსა და დოკუმენტების არქივაციას შეეხო.

Signify-ს დანერგვამდე, გარდა იმისა, რომ პროცესები მოუქნელი და დროში გაწელილი იყო, თანამშრომლებისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენდა. IT სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ვისთვისაც ციფრული გადაწყვეტები ყოველდღიურობის ნაწილია, ფურცელზე დოკუმენტების ბეჭდვა და ხელის მოწერა ვადაგასულ პრაქტიკად შეაფასეს.

"Signify - ეს არის ინსტრუმენტი, რომელმაც გაუმარტივა სამუშაო პროცესი კომპანიას, აარიდა ბიუროკრატიული მიდგომა თანამშრომლებს და ჯამში აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება დოკუმენტბრუნვის გაციფრულების პროცესში," განაცხადა ქეთევან გუგუშვილმა, Devexperts-ის HR ბიზნეს პარტნიორმა.

Devexperts-ის შესახებ

Devexperts არის გლობალური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ფინანსური ინდუსტრიის პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნაზე. კომპანია აწვდის ტექნოლოგიურ სერვისებს ბროკერებს, ბანკებსა და ბირჟებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Signify-ის შესახებ

Signify არის ქართული კომპანია, რომელიც დოკუმენტების ციფრული მართვისა და იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმას ქმნის. კომპანია ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს სრულად გააციფრულონ დოკუმენტბრუნვა, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად, მართონ პროცესები და შეინახონ დოკუმენტაცია ელექტრონულ არქივში. პლატფორმას საქართველოში 700-ზე მეტი კომპანია იყენებს და თვიურად ნახევარ მილიონზე მეტ დოკუმენტს აწარმოებენ

(R)