LIVE

იბის ჰოტელის სტუმრები საჩუქრად mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტს მიიღებენ

02 ოქტ 202515:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 104
იბის ჰოტელის სტუმრები საჩუქრად mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტს მიიღებენ

თუ მოგზაურობას გეგმავ, მაშინ mobineX-ისა და იბის ჰოტელის შეთავაზებები ზუსტად შენთვისაა. რა საჩუქარი ელით მოგზაურებისთვის საიმედო როუმინგ ინტერნეტის ერთგულ აბონენტებსა და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი სასტუმროს ვიზიტორებს? - ამ სტატიიდან გაიგებ.

შეთავაზების პირობები

იბის ჰოტელი სტუმრებს 1GB mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტს ჩუქნის. ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას - გარეთ ყოფნისას, სამუშაო შეხვედრებზე, სასეირნოდ გასვლისას ან უბრალოდ დასვენების დროს ფილმისა და პოდკასტების საყურებლად. პრომო კოდი სასტუმროს მიმღებში გადმოგეცემა, QR კოდის გააქტიურების შემდეგ კი პირდაპირ გექნება წვდომა სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე. 

თავის მხრივ, იბის ჰოტელის რესტორანი ლავიონი mobineX-ის აბონენტებს გამგზავრებამდე ფინჯანი ყავით გაუმასპინძლდება. სასტუმრო ფაქტობრივად აეროპორტის ტერიტორიაზეა, ასე რომ, შეგიძლია გაფრენამდე იბის ჰოტელში გაიარო, ერთი ჭიქა ყავა მიირთვა და გზა გამოცოცხლებულმა განაგრძო. 

mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი

mobineX-ი პირველი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დაფუძნდა. ხარისხიანი სერვისისა და მაქსიმალურად კომფორტული პირობების წყალობით, კომპანიამ მალევე შეძლო აბონენტების ნდობის მოპოვება. ამ წარმატებისა და ინოვაციური იდეის უკან დგას გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც კარგად ესმის, რა სჭირდება ქართველ მომხმარებელს.

იბის ჰოტელი

იბის ჰოტელი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და მოსახერხებელი ადგილია დასვენებისთვის. სასტუმრო აეროპორტიდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს, რაც მის ლოკაციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მოგზაურებისთვის. სტუმრებს ხვდებათ თანამედროვე დიზაინის ინტერიერი, თბილი და ნათელი ფერები, რბილი ავეჯი, სიმწვანე და ხალისიანი გარემო. აქ არამარტო დასვენება, არამედ სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლია. მრავალფეროვანი მენიუ და უახლესი ტექნოლოგიები ქმნის სივრცეს, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი იგრძნო, როგორც სახლში.

mobineX-ისა და იბის ჰოტელის ერთობლივი შეთავაზება იდეალურია მათთვის, ვისაც კომფორტულად სურს მოგზაურობა. კეთილმოწყობილი სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო დასვენების სივრცეს, ხოლო mobineX-ი სწრაფ და ხარისხიან სამოგზაურო ინტერნეტს ნებისმიერი მიმართულებით.