LIVE

საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმა მაისის ბოლოს გახდება ცნობილი

30 მარ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმა მაისის ბოლოს გახდება ცნობილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმა მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს მთავრობა მარტო ვერ გადაწყვეტს და ეკონომიკის განვითარების გეგმაზე მუშაობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით წარიმართება.

„ჩემი დავალებით უკვე შექმნილია განვითარების საბჭო. მომავალი კვირიდან აქტიურად ვიწყებთ შეხვედრებს, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ბიზნესის წარმომადგენლებთან. გვინდა, რომ მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული გეგმა 10-წლიანი განვითარების, თითოეული სექტორის მიხედვით. ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პროგრამის -„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" გაფართოებულ პრეზენტაციაზე.