Visa კრიპტო გადახდებისთვის საპილოტე ვერსიას იწყებს. კომპანიის განცხადებით, მისი საგადახდო ქსელი ტრანზაქციებისთვის სტაბილკოინს გამოიყენებს, რომელიც აშშ დოლარით არის გადაზღვეული.
როგორც სან-ფრანცისკოში დაფუძნებული საგადახდო გიგანტის განცხადებაშია ნათქვამი, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, Visa ეთერიუმის ტრანზაქციებისთვის USD Coin-ს გამოიყენებს. ტრანზაქციებს კომპანია Crypto.com პლატფორმისა და ციფრული აქტივების ბანკის Anchorage-ის დახმარებით შეასრულებს.
ამ ახალი ამბის შემდეგ, ბიტკოინის ფასი 6,3%-ით გაიზარდა და $58 000-იან ნიშნულს დაუბრუნდა. გაიზარდა Bloomberg Galaxy Crypto-ს ფართო ინდექსიც.
ტრადიციული ფინანსური კომპანიები, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის გამოყენებას, ბიტკოინის შექმნიდან ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ იწყებენ.
Visa-ს პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა, ჯეკ ფორსტელმა განაცხადა, რომ ფირმის ნაბიჯი ნაწილობრივი მცდელობაა მოემსახუროს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს.
”Crypto-ს მშობლიურ ფინტექებს სურთ პარტნიორები, რომლებსაც ესმით მათი ბიზნესი და ციფრული ვალუტის სირთულეები. დღევანდელი განცხადება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩვენს შესაძლებლობებში, რომ ვმართოთ ფინტექის საჭიროებები”,- აღნიშნა ფორსტელმა განცხადებაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ სურენი