LIVE

mobineX-ის საჩუქარი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს - 1GB ინტერნეტი +90 წუთი

17 მარ 202517:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 76
mobineX-ის საჩუქარი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს - 1GB ინტერნეტი +90 წუთი

20 მარტს უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი, რომელსაც გულშემატკივარი დიდი შემართებით ელოდება, ერევანში გაიმართება. თუ თამაშის ნახვას სტადიონიდან აპირებ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი - mobineX - ქართველ მხარდამჭერებს სპეციალურ საჩუქარს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მატჩის დღეებში შეგიძლია, უსწრაფესი, მაღალი ხარისხის სამოგზაურო ინტერნეტით ისარგებლო. 

უგულშემატკივრე საქართველოს mobineX-თან ერთად

mobineX-ი ქართველ ქომაგებს 1GB ინტერნეტს და დამატებით 90 წუთ სასაუბრო დროს აჩუქებს. საჩუქრის მისაღებად მხოლოდ საიტზე ან აპლიკაციის დახმარებით რეგისტრაციაა საჭირო. შეიყვანე შესაბამის ველში სპეციალური პრომო კოდი - GOGEORGIA - და გაიაქტიურე შეთავაზება სწრაფად და მარტივად. 

ინტერნეტ პაკეტები სომხეთში სამოგზაუროდ

mobineX-ის სერვისები მოიცავს ფიზიკურ SIM და eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს, რომლებიც შექმნილია მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მთელ მსოფლიოში. სურვილისამებრ, შეგიძლია შეიძინო სტანდარტული ან ულიმიტო პაკეტი. არჩევანი შენზეა დამოკიდებული. სამოგზაურო ინტერნეტი ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. სომხეთში სამოგზაუროდ 52 სხვადასხვა პაკეტია. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნით აპირებ ერევანში დარჩენას და რა სიხშირით დაგჭირდება ინტერნეტთან კავშირი, შენთვის ოპტიმალური ვარიანტი შეგიძლია აარჩიო. 

რას გვთავაზობს mobineX?

mobineX-ის სამოგზაურო პაკეტების კატალოგში ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით მარტივად იპოვი შენთვის სასურველ ლოკაციას. შეგიძლია, შეიძინო 3, 7, 14, 15 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი. სურვილის შემთხვევაში, ულიმიტო პაკეტით სარგებლობასაც შეძლებ და MB-ების კონტროლი აღარ მოგიწევს. ამასთან, mobineX-ის აპლიკაციიდან ზარების მიღება-განხორციელებაც შესაძლებელია, არა მარტო ქართულ მობილურ ოპერატორებთან და ფიქსირებულ ნომრებზე, არამედ - საერთაშორისო მასშტაბით. იმ ადგილებში, სადაც არის 5G სიხშირე, mobineX-ის მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს.

შეჯამება

მატჩის თარიღი სულ უფრო ახლოვდება. ასე რომ, კარგი იქნება, თუ წინასწარ დაიჭერ თადარიგს და როუმინგ ინტერნეტზეც იზრუნებ. არ გამოტოვო mobineX-ის სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია საჩუქრად 1GB ინტერნეტი და დამატებით 90 წუთი სასაუბრო დრო მიიღო. შეინარჩუნე უწყვეტი კავშირი და გაუზიარე შენი ემოციები ტრიბუნის მიღმა მყოფ ქომაგებს.