რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill, USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში, აგრძელებს სწავლების ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას და ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის ქმნის შესაძლებლობებს, უმოკლეს დროში ციფრული და IT პროფესიების ათვისებისთვის.
Skillwill-ი პარტნიორებთან ერთად ზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და სტუდენტებს სთავაზობს სამკომპონენტიან სწავლებას, რომელიც ტექნიკური სწავლის გარდა, მოიცავსკარიერულ ზრუნვას და ნეთვორქინგს.
კარიერული ზრუნვის კომპონენტი, თავის მხრივ გულისხმობს რბილი უნარების განვითარებას, დასაქმების ფორუმებს, სფეროს წარმატებულ პროფესიონალებთან შეხვედრებს, სიმულაციურ გასაუბრებებს, რჩევებს კარიერული განვითარებისთვის და დასაქმების პერიოდულ შეთავაზებებს. კარიერული ზრუნვის მენეჯერები თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური პორტფოლიოების მომზადებაში ჩართულობას იწყებენ სტუდენტის კურსზე რეგისტრაციის დღიდან და მიყვებიან მას კურსის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში, რათა ხელი შეუწყონ შესაბამისი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.
სწავლების პროცესში მოქმედებს რეიტინგული სისტემა. რეიტინგის დათვლა ხდება როგორც თეორიული ტესტირების, ისე პრაქტიკულ პროექტებში ჩართულობის საფუძველზე და ასევე გათვალისწინებულია ნეთვორქინგ აქტივობებში მონაწილეობა. თითოეული კურსიდან რეიტინგის TOP 3 სტუდენტი სწავლის დასრულებისთანავე საქმდება პარტნიორ კომპანიებში სტაჟიორად, ან ჯუნიორ ლეველის პოზიციაზე.
,,მე ვფიქრობ, რომ Skillwill-ში, კარიერული ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გააუმჯობესონ რეზიუმე, დახვეწონ email-ების წერის უნარები და ეფექტურად მოემზადონ გასაუბრებისთვის.” - ანა რუხაძე, სქილვილის გრაფიკული დიზაინის კურსის სტუდენტი.
(R)