ვიდრე მმართველი პარტია პარლამენტში რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, ხოლო კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები პარლამენტის გარეთ აპროტესტებენ "ქართული ოცნების" რუსული სტილის კანონს, Bloomberg-ზე ლარი გაუფასურებას აგრძელებს.
ეროვნულმა ვალუტამ დოლართან 2.8-იანი ფსიქსოლოგიური ნიშნული გადალახა და ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.81 ლარად ივაჭრება. სავაჭრო სესია 2.7849-ზე გაიხსნა.
ლარი უფასურდება ევრო-ლარის წყვილშიც. ამ დროისთვის ერთი ევრო 3.06 ლარად ივაჭრება.
რაც შეეხება ამ დროისთვის მოქმედ კურსს სავალუტო ჯიხურებში და მობაილბანკში, ერთი დოლარი დაახლოებით 2.84 - 2.86 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო - 3.09 - 3.11 ლარის ფარგლებში იყიდება.