LIVE

EURO 2024-ზე სუბსიდირებული ავიაბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება - ორი გზა €390

23 მაი 202419:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
EURO 2024-ზე სუბსიდირებული ავიაბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება - ორი გზა €390
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთების გაყიდვას TKT.GE ხვალ, 24 მაისს 13:00 საათზე დაიწყებს. ერთი გზის სუბსიდირებული ღირებულება 195 ევროა, ხოლო ამ დროისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან - 2,9578.
 
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ევრო-2024-ზე დაახლოებით 3000 ავიაბილეთის სუბსიდირება გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდებათ.  
 
ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს
მოქალაქეებს შეუძლიათ. მგზავრი ვალდებული იქნება წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას, შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.
 
ევრო 2024 ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. კერძოდ, Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:
 
თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი
კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი
თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი
დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი
თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი
ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი
 
ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია განახორციელებს 23 ჩარტერულ რეისს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air უშუალოდ EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა Wizz Air-ის ვებგვერდზე ასევე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. აქაც, 1 გზის ღირებულება 195 ევროა.