LIVE

,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში

29 თებ 202423:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში

Success Story აჭარის წყალი ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. აღსანიშნავია, რომ იგი გახლავთ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის (GREDA) წევრი და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში, რომლებიც მიმართულია დარგის გაძლიერებისა და დივერსიფიკაციისკენ.

რაში მდგომარეობს კომპანიის წარმარტების ფორმულა?

ჯერ კიდევ პროექტის მატერიალურ-ტექნიკური განვითარების ეტაპზე ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოს, კერძოდ კი აჭარის კონიუქტურის შესწავლა. აჭარისწყალი ჯორჯიამ შეძლო არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების სწორად იდენტიფიცირება და მიმართა რესურსები სწორი ტრაექტორიით. კოპმანიამ სტრატეგიული გეგმები დაყო ორ ნაწილად - მოკლე და გრძელვადიან. ამ უკანასკნელიდან აღსანიშნავია ისეთი აქტივობები, როგორებიცაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

რა თანხა და რა მიმართულებით დაიხარჯა?

ასობით სოციალური პროექტისთვის დაიხარჯა 9 000 000 ლარამდე. კერძოდ კი: • ადგილობრივი თემების მხარდაჭერა - 4 550 000 ლარი • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 3 000 000 ლარი • განათლება და ცნობიერების ამაღლება - 1 200 000 ლარი ხაზგასასმებლია ის აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების განათლებაზე. კომპანია აბიტურიენტებისთვის სასწავლო ცენტრს აფინანსებს, სადაც ადგილობრივებს შეუძლიათ გამოცდებისთვის უსასყიდლოდ მომზადება. არაერთმა წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა უკეთესებისკენ შეცვალა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება. განსაკუთრებით კი ეს შესამჩნევია ახალგაზრდებში - ქვეყნის მომავალში. ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანი ასეთი წარმატების ისტორიები, სადაც გამოკვეთილია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს მსგავს საკითხებს. კერძოდ, ენერგეტიკული კანონმდებლობის მიზნები მოიცავს კონკურენციის გაუმჯობესებას, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდასა და გარემოს დაცვას. ამ თავში დიდი როლი ეთმობა განახლებადი ენერგიების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ენერგოეფექტურობის ზრდასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას.

წყარო: საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაცია (GREDA)