LIVE

ევროკავშირი საზღვრის მართვის 2 ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება

06 თებ 202411:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
ევროკავშირი საზღვრის მართვის 2 ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება

ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ემზადება საზღვრის მართვის 2 ახალი ინიციატივის დასაწყებად, რომლებიც გავლენას მოახდენს ევროპაში მოგზაურობაზე.

“შესვლა-გასვლის სისტემა” (EES) 2024 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ამ შემთხვევაში, მოგზაურობის დაწყებამდე მგზავრების მხრიდან არანაირი ქმედება არ იქნება საჭირო.

EES სისტემა დაარეგისტრირებს ევროპაში ხანმოკლე ვიზიტით შემავალ მგზავრებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და ასევე მგზავრებს, რომელთაც ვიზა სჭირდებათ. 

რეგისტრაცია განხორციელდება EES სისტემით მოსარგებლე ევროპის 29 ქვეყნის (მ.შ. შენგენის ზონის 27 ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი) გარე საზღვრებზე, ყოველ ჯერზე, როდესაც მგზავრები გარე საზღვრებს გადაკვეთენ და ის პასპორტში შტამპების ხელით დასმას ჩაანაცვლებს.

“ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა” (ETIAS) 2025 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

სისტემის ამოქმედების შემდეგ, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე დაახლოებით 60 ქვეყნისა და ტერიტორიის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ETIAS-იდან ევროპის 30 ქვეყანაში მოგზაურობის დაწყებამდე.

მოგზაურები განაცხადების წარდგენას შეძლებენ ETIAS-ის ოფიციალური ვებგვერდის europa.eu/etias ან ოფიციალური მობილური აპლიკაციის (რომელიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი) გამოყენებით.