LIVE

ნავთობი ისევ გაიაფდა - ინვესტორები მოთხოვნის შემცირებას ელიან

03 თებ 202412:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
ნავთობი ისევ გაიაფდა - ინვესტორები მოთხოვნის შემცირებას ელიან

ნავთობი ისევ გაიაფდა. ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $77,33 შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ვაჭრობაში მისი ფასი $1,37-ით ანუ 1,7%-ით დაეცა. აშშ-ის West Texas Intermediate-ის ნავთობის ფასი $1,54-ით ანუ 2%-ით $72,28-მდე შემცირდა. ორივე მარკის ნავთობი მიმდინარე კვირაში დაახლოებით 7%-ით დაეცა. 

ნავთობის ფასის უახლეს ვარდნას წინ აშშ-ში, ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირების მონაცემების გამოქვეყნება უძღოდა. ეს, თავის მხრივ, მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი ამცირებს ეკონომიკურ ზრდას და ნავთობზე მოთხოვნას ისეთ მსხვილ ეკონომიკებში, როგორიც აშშ და ევროზონაა.