LIVE

1 მარტიდან არასასურველი სარეკლამო SMS-ები აღარ მოგივათ

01 თებ 202417:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 894

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ. აღნიშნულ ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.

კომპანია მაგთიკომმა უკვე აცნობა მომხმარებლებს, რომ იცვლება სარეკლამო შეთავაზებების მიღების წესები და მომხმარებელმა თავად უნდა დააფიქსიროს არის თუ არა თანახმა, მისი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავდეს.

ამასთან, 1 მარტიდან მაგთიკომში დაინიშნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და მომხმარებლებს შეეძლებათ მას მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.