
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.47 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6771 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.42 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8902 ლარი გახდა.