LIVE

EU-ს ლიდერები უკრაინისთვის $55-მილიარდიანი დახმარების პაკეტზე შეთანხმდნენ

01 თებ 202415:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 367
EU-ს ლიდერები უკრაინისთვის $55-მილიარდიანი დახმარების პაკეტზე შეთანხმდნენ
Ludovic Marin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ($55 მილიარდი) დახმარების პაკეტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"შეთანხმება შედგა",- წერს ის X-ზე.

მისი თქმით, შეთანხმება "უკრაინის ურყევ, გრძელვადიან, პროგნოზირებად დაფინანსებას ითვალისწინებს".

არსებობდა შიში, რომ უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი დახმარების პაკეტს დაბლოკავდა, როგორც ეს მან უკვე გააკეთა გასული წლის დეკემბერში გამართულ ევროპულ სამიტზე. 

ორბანი აცხადებდა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნებოდა გარანტია, რომ კიევისთვის "ფულის მიწოდების გაგრძელების გადაწყვეტილება ყოველწლიურად გადაიხედებოდა."

დიპლომატიურმა წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ახალი შეთანხმება მოიცავს პაკეტის ყოველწლიურ განხილვას და მისი გადახედვის შესაძლებლობას ორ წელიწადში ერთხელ, "საჭიროების შემთხვევაში".

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს "ევროპისთვის კარგი დღეა".